
მედია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთები სრულად გაიყიდა
24/06/2023 14:21:48 საზოგადოება
გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა „ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოებასთან ერთად.
„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, - წერს გამოცემა.
მედია წერს, რომ „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვიდან 400 კილომეტრში დააფიქსირეს.
თბილისში იმის მოწოდებები, დაიკეტოს საზღვარი რუსეთთან. მოთხოვნით 25 ივნისს აქცია გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“. საპასუხოდ შსს–ში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ზომების საჭიროება არ არსებობს.