მედია: პუტინმა პრიგოჟინის "ლიკვიდაცია" ბრძანა, ხოლო „ვაგნერის“ ვეტერანები ბრძანებას ელიან ჯანყში ჩასართავად
24/06/2023 13:15:26 მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ძალოვანებს „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის „ლიკვიდაციის“ დავალება მისცა, რათა მოსკოვში ბრძოლები თავიდან აიცილოს,– იუწყება „ვაჟნიე ისტორიი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
მისი თქმით, რუსეთის არმიას არ ჰყავს შესაბამისი ძალები, რომლითაც შეძლებდა მოსკოვისკენ მიმავალი გზა გადაუკეტონ პრიგოჟინის ფორმირებებს.
ახლა უსაფრთხოების ძალები ცდილობენ, შეკრიბონ ჯგუფი ყველა ქვედანაყოფიდან, რომლებიც უკრაინით არ არის დაკავებულნი: ჩეჩნური ფორმირებებიდან, ეროვნული გვარდიიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ФСБ–დან.
”პუტინს არ სჭირდება დიდი სროლები, ამიტომ #1 ამოცანაა – ლიკვიდაცია პრიგოჟინის და ჩამოშორება „ვაგნერის“ ხერხემლის. შემდეგ, დაპირდეს ამნისტიას მთელს ამ არეულობაში ჩართულებს“.
იმავდროულად, ვაგნერის ვეტერანებს, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ პრიგოჟინის აჯანყებას, უთხრეს, რომ დაელოდონ ბრძანებებს სრული საბრძოლო მზადყოფნით,– ამის შესახებ გამოცემას უამბო დაქირავებულმა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა:
„ველოდებით ოფიციალურ ბრძანებას [ევგენი პრიგოჟინისგან – რედ]. ეროვნული გვარდია და არმია უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე და დაგვევალა, დაველოდოთ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. დაახლოებით სადილისთვის უნდა იყოს ბრძანება შემდგომი მოქმედებისთვის“.
გამოცემა ასევე წერს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, რომ კრემლმა სცადა მოლაპარაკება პრიგოჟინთან ჯანყის დაწყებისთანავე:
„მას დაურეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და შესთავაზეს უკან დაბრუნება, ხოლო მისი შეტყობინებების ჰაკერული თავდასხმებით ახსნა“,–თქვა წყარომ და დასძინა, რომ პრიგოჟინმა უარი თქვა, შემდეგ კი პუტინმა ბრძანა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ.


