Accentnews.ge
აფხაზეთში ძალოვანების საგანგებო სხდომა ჩატარდა

აფხაზეთში ძალოვანების საგანგებო სხდომა ჩატარდა

24/06/2023 12:12:04 მსოფლიო

რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გურბა ძალოვანი ე.წ უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას დავალებით გაიმართა, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელი ჯანსუღ ნანბაც ესწრებოდა.

ბჟანიას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს "აუცილებელი ზომები რუსეთის ფედერაციაში შექმნილ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლოა, აფხაზეთის მიმართ გარე საფრთხეების გაძლიერებისა და თავად რესპუბლიკის ტერიტორიაზე დესტრუქციული ქმედებების პროვოცირება გამოიწვიოს".

ბადრა გუმბამ გამოთქვა რწმენა, რომ "რუსეთის ფედერაციაში შექმნილი ვითარება კანონის ფარგლებში განიმუხტება". ამასთან, მან მოუწოდა სხდომისმ ონაწილეებს, "რესპუბლიკის უსაფრთხოების საკვანძო ასპექტებზე კონცენტრირდნენ".

"არამეგობრული საინფორმაციო არხების გააქტიურებასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია, აფხაზეთის მოქალაქეები და მედია დაეყრდნონ მხოლოდ გადამოწმებულ, უტყუარ ინფორმაცის ნებისმკიერი საკითხის განხილვისას, რადგან საინფორმაციო სივრცე გადავსებულია ფეიქებით, რომელთა მიზანს მოქალაქეების დეზორიენტაცია წარმოადგენს" - აღნიშნა მან.

გუნბამ უბრძანა დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს პირადი შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანონ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო უწყებას - ენგურსა და ფსოუზე გადასასვლელების კონტროლი გააძლიეროს, ასევე გაძლიერდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა.

ამასთანავე, აფხაზურ დე ფაქტო ძალოვან უწყებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზასა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ადგილობრივ სამმართველოსთან მ,უდმივ კონტაქტზე ყოფნა დაევალათ.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S