Accentnews.ge
მედია: პუტინის თვითმფრინავი მოსკოვიდან გაფრინდა

მედია: პუტინის თვითმფრინავი მოსკოვიდან გაფრინდა

24/06/2023 12:20:15 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური თვითმფრინავი Il96-300PU მოსკოვიდან (ვნუკოვო) სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით მოსკოვის დროით 14:16 საათზე გაფრინდა,– რუსული კრიტიკული მედიის ცნობით, ამას მოწმობს პორტალ Flightradar24-ის მონაცემები.

მათივე განმარტებით, No1 ბორტზე არის რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტროლო აღჭურვილობა და რომ რუსეთსა და აშშ-შიც ასეთ ბორტს „უწოდებენ „განკითხვის დღეს“.

ამ ამბის გავრცელებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი „კრემლში სამუშაო რეჟიმში იმყოფება“. პესკოვმა ასევე უარყო პუტინის გაფრენის შესახებ ინფორმაცია.

ამავე ცნობების მიხედვით, „როსიას“ სპეციალური რაზმის კიდევ ერთი ბორტი - RSD523 - სანკტ-პეტერბურგში დაეშვება.

გარდა ამისა, აფრინდა RA-96022.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S