პრიგოჟინი ახალ აუდიო-მიმართვას ავრცელებს
24/06/2023 12:03:12 მსოფლიო
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" სახელით ახალი აუდიო-მიმართვა ვრცელდება.
ამჯერად ტექსტი არავითარ მოწოდებასა და დაპირებას არ შეიცავს. მასში ასევე აღაა ვერბალური თავდასხმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბზე.
"რატომ გვიჭერს ქვეყანა მხარს? - იმიტომ, რომ მივდიოდით "სამართლიანობის მარშით". ჩვენზე დარტყმები განახორციელეს, ჯერ - საარტილერიო, შემდეგ - ვერტმფრენებით, ჩვენ კი ყოველგვარი სროლის გარეშე გავიარეთ, არც ერთი სამხედროსთვის არ გვისვრია, როსტოვისკენ გზაზე არცერთი ადამიანი არ მოგვიკლავს, როსტოვში მდებარე სამხრეთ-სამხედრო ოქლის შტაბი კი სროლის გარეშე ავიღეთ" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ტელეგრამ-არხი "პრიგოჟინის პრეს-სამსახური" ავრცელებს.


