Accentnews.ge
რუსეთი: ვითარება ლიპეცკის ოლქშიც იძაბება

რუსეთი: ვითარება ლიპეცკის ოლქშიც იძაბება

24/06/2023 12:00:44 მსოფლიო

რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი რეგიონულ ოპერშტაბზე დაყრდნობით ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან არ გავიდეს.

"ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა გაგებას მოითხოვს. მოგმართავთ, დარჩეთ სახლებში და თავი შეიკავოთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე მგზავრობისგან როგორც პირადი, ისე სზოგადოებრივი ტრანსპორტით" - ნათქვამია გუბერნატორის მიმართვაში.

გამოცხადდა ასევე, რომ ლიპეცკიდან გაუქმებულია ავტობუსების ყველა რეისივორონეჟის ოქლისა და ოლქის მიმართულებით და მასზე გამავალ ყველა მარშრუტზე.

ცნობისთვის: ლიპეცკი 450 კილომეტრითაა დაშორებული მოსკოვს და 150-ით ვორონეჟს, სადაც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეს "ვაგნერის" სამხედრო ჯანყთან დაკავშირებული "ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები" მიმდინარეობს. BBC-ისა და Reuters-ის მონაცემებით, "ვაგნერელები" ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში ყველა სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ.

ადრე დილით გამოცხადდა, რომ ევგენი პრიგოჟინის დაჯგუფება "ვაგნერი" "სამართლიანობის მარშით" მოსკოვისკენ მიემართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S