Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლება "კონტრტერორისტული ოპერაციის" ზონაში ინტერნეტს ახშობს

რუსეთის ხელისუფლება "კონტრტერორისტული ოპერაციის" ზონაში ინტერნეტს ახშობს

24/06/2023 11:47:24 მსოფლიო

როსკომნადზორმა "კონტრტერორისტული ოპერაციის" ზონაში ინტერნეტის დახშობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უწყებამ გაავრცელა.

ამასთან, როსკომნადზორის მტკიცებით, ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ტელეგრამის, მუშაობა არ იზღუდება. არადა, მოქალაქეები სოცქსელებში სისტემატიურად უჩივიან დღეს, ადგილობრივი დროით 11 საათიდან ტელეგრამის მუშაობის მნიშვნელოვან შეფერხებებს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქების ტერიტორიაზე.

ცნობისთვის: ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" მიერ 23 ივნისს დაწყებული სამხედრო ჯანყის გამო გამოცხადებული "კონტრტერორისტული ოპერაცია" ამ დროისთვის რუსეთის რამდენიმე რეგიონშია გამოცხადებული, მათ შორის - დონის როსტოვსა და როსტოვის ოლქში, ვორონეჟსა და ვორონეჟის ოლქში, მოსკოვსა და მის მიდამოებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S