
რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა
24/06/2023 11:41:47 საზოგადოება
რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, თბილისში აქცია დაიგეგმა.
მოქალაქეები 25 ივნისს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და რუსეთთან საზღვრის დაკეტვას მოითხოვენ.
"კვირას, 25 ივნისს, 20:00 გელოდებით ყველას, ვინც თვლით, რომ რუსეთთან მკაცრი სავიზო რეჟიმი სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს, თავისუფლების მოედანზე, წრეზე. თქვენი მოთხოვნა ამ თემაზე დაწერეთ თქვენს ბანერზე, რომ ყველამ შეძლოს წაკითხვა. დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი რუსეთთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხელისუფლებას პარტიებმა – ენმ–მ და "საქართველოსთვის" ხელისუფლებას საზღვრის ჩაკეტვისკენ მოუწოდეს, საქართველოს პრეზიდენტმა კი საზღვრის ზედმიწევნით კონტროლის აუცილებლობაზე გაამახილა ყურადღება რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვრის დროებით ჩაკეტვის თაობაზე მოწოდება "სისულელე" უწოდა. თავის მხრივ საქართველოს შსს–ში განაცხადეს, რომ სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის.