Accentnews.ge
კადიროვის მტკიცებით, მისი მებრძოლები "დაძაბულობის ზონისკენ" დაიძრნენ

კადიროვის მტკიცებით, მისი მებრძოლები "დაძაბულობის ზონისკენ" დაიძრნენ

24/06/2023 11:00:38 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის მტკიცებით, მისი მებრძოლები "დაძაბულობის ზონისკენ" დაიძრნენ.

დაძაბულობის ზონაში იგულისხმება როსტოვის, ვორონეჟის და უკვე სხვა რუსული ოქლებიც, სადაც, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" მტკიცებით მას ყველა სამხედრო ობიექტი აქვს აღებული. კადიროვმა პრეზიდენტ პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დაირწმუნება, რომ "ყველაფერს გააკეთებს რუსეთის სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ერთიანობის შესანარჩუნებლად".

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე წუთის წინ ახალი აუდიო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს.

პრიგოჟინის სახელით აუდიო-მიმართვა, წინა შემთხვევების მსგავსად ტელეგრამ-არხმა "პიგოჟინის პრეს-სამსახური" გაავრცელა.

მამაკაცი, რომლის ხმა ჰგავს ევგენი პრიგოჟინისას, აცხადებს შემდეგ: "სამშობლოს ღალატზე საუბრისას პრეზიდენტი პუტინი ღრმად ცდება, ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით და არ მისი ბრძანებით ვაპირებთ დანებებას არც უშიშროების სამსახურის ან კიდე ვინმესი, რადგან არ გვსურს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა კორუფციაში, ბიუროკრატიასა და სიცრუეში. ისევე, როგორ, თავის დროზე აფრიკისთვის გამოყოფილი თანხები მიიტაცეს, ახლა იტაცებენ თანხებს უკრაინასთან ომისთვის".

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ბრძოლები მიმდინარეობს. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის განცხადებით, "ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები".

თავის მხრივ BBC და Reuters-ი იუწყებიან, რომ ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულმა კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" ოლქში არსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლის დამყარება შეძლო.

მედია იუწყება, რომ როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებს შორის არსებულ დაბა ზემო მამონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, დაფრინავს ავიაცია. ეს დაბა ავტომაგისტრალ დონის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც 464-ედან 377-ე კილომეტრის ჩათვლით ბლოკირებულია.

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერი" მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთში სამოქალაქო ომს დაწყებულად აცხადებს.

პრიგოჟინის გასამხედროებული დაჯგუფების მტკიცებით, მის ერთ-ერთ კოლონას ვორონეჟის ოლქში რუსმა ძალოვანებმა შეუტიეს, რისთვისაც, მათ შორის, ავიაციაც გამოიყენეს.

"ვაგნერელების" მტკიცებით, სულ ახლახანს მათ რუსული არმისს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

დაჯგუფების ტელეგრამ-არხში ჩამოგდებული ვერტმფრენის ფოტო ვრცელდება.

ჩამოგდებული ვერტმფრენის ბშესახებ იუწყებიან ადგილობრივებიც და ვიდეოს აქვეყნებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "ღალატი" უწოდა.

პუტინმა შაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ "ვაგნერის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმაა":

"ის, რასაც ახლა ვხედავთ, ღალატია. ყველა, ვინც ღალატის გზაზე წავიდა, დაისჯება და პასუხს აგებს".

პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასაცავად:

"მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის დასაცავად. შეიარაღებულ ძალებს გაეცათ საჭირო ბრძანებები. გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, პასუხისგებაში მიეცემა. ვინც ამ საქმეშია ჩათრეული, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებები“.

პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი იბრძვის უმძიმეს ბრძოლას თავისი მომავლისთვის“.

„პირადმა ინტერესებმა განაპირობა ჩვენი ქვეყნის ღალატი", – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S