Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი რუსეთში არსებულ ვითარებას მოკავშირეებთან დღეს განიხილავს

დიდი ბრიტანეთი რუსეთში არსებულ ვითარებას მოკავშირეებთან დღეს განიხილავს

24/06/2023 10:40:39 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები რუსეთში არსებულ ვითარებას დღეს განიხილავენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა რიში სუნაკმა განაცხადა.

ამასთან, სუნაკმა მოუწოდა "ყველა მხარეს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან".

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მოკავშირეებთან. ზოგიერთ მათგანს დღის განმავლობაში გავესაუბრებით. ამ დროისთვის ყველა მხარისთვის მთავარია, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და დაიცვან სამოქალაქო პირები, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი" - განუცხადა BBC-ის სუნაკმა.

მოსკოვის ოლქში გადაკეტილია 3 ცენტრალური მაგისტრალი: М-4 "Дон", М-5 "Урал" და М-2 "Крым". ამის შესახებ მოსკოვის ოქლის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება, მისივე ინფორმაციით, ნაწილობრივ გადაკეტილია ასევე იაროსლავლის გზატკეცილი, სიმფეროპოლის გზატკეცილზე, სერპუხოვის რაიონში მდინარე ოკაზე გამავალი ხიდი და М-2 "Крым" ავტომაგისტრალი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვორონეჟის ოლქებს შორის არსებულ დაბა ზემო მამონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, დაფრინავს ავიაცია. ეს დაბა ავტომაგისტრალ დონის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც 464-ედან 377-ე კილომეტრის ჩათვლით ბლოკირებულია.

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერი" მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთში სამოქალაქო ომს დაწყებულად აცხადებს.

პრიგოჟინის გასამხედროებული დაჯგუფების მტკიცებით, მის ერთ-ერთ კოლონას ვორონეჟის ოლქში რუსმა ძალოვანებმა შეუტიეს, რისთვისაც, მათ შორის, ავიაციაც გამოიყენეს.

"ვაგნერელების" მტკიცებით, სულ ახლახანს მათ რუსული არმისს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

დაჯგუფების ტელეგრამ-არხში ჩამოგდებული ვერტმფრენის ფოტო ვრცელდება.

ჩამოგდებული ვერტმფრენის ბშესახებ იუწყებიან ადგილობრივებიც და ვიდეოს აქვეყნებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "ღალატი" უწოდა.

პუტინმა შაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ "ვაგნერის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმაა":

"ის, რასაც ახლა ვხედავთ, ღალატია. ყველა, ვინც ღალატის გზაზე წავიდა, დაისჯება და პასუხს აგებს".

პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასაცავად:

"მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის დასაცავად. შეიარაღებულ ძალებს გაეცათ საჭირო ბრძანებები. გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, პასუხისგებაში მიეცემა. ვინც ამ საქმეშია ჩათრეული, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებები“.

პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი იბრძვის უმძიმეს ბრძოლას თავისი მომავლისთვის“.

„პირადმა ინტერესებმა განაპირობა ჩვენი ქვეყნის ღალატი", – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S