Accentnews.ge
პატრიარქი კირილი პუტინს მხარდაჭერას უცხადებს და ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს, თუმცა რა ხდება - არ აკონკრეტებს და არც პრიგოჟინს ახსენებს

პატრიარქი კირილი პუტინს მხარდაჭერას უცხადებს და ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს, თუმცა რა ხდება - არ აკონკრეტებს და არც პრიგოჟინს ახსენებს

24/06/2023 09:53:18 მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი კირილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს, თუმცა რა ხდება რუსეთში - არ აკონკრეტებს და არც სამხედრო ჯანყის თავკაცს ევგენი პრიგოჟინს ახსენებს.

პატრიარქის მიმართვა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მასში კერძოდ ვკითხულობთ: "საერთო საფრთხის წინაშე გვმართებს, გავუფრთხილდეთ თანამოაზრეობას, გადავლახოთ პირადი წყენები, ამბიციები და შევინარჩუნოთ ერთიანობა, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსული სახელმწიფოს ხელმძღვანელის ძალისხმევას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არეულობის არდაშვებაზეა მიმართული. ვლოცულობ და მოვუწოდებ ყველა სასულიერო თუ საერო პირს, ილოცონ, რათა უფალმა დაიცვას მშვიდობა და ერთიანობა, რომელსაც მიმდინარე მოვლენები საფრთხის ქვეშ აყენებს".

კირილმა, რუსეთის ოფიციოზის, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, თავის მიმართვაში საერთოდ არ ახსენა ევგენი პრიგოჟინი - ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი, რომელიც ამ წუთებში დედაქალაქისკენ "სმართლიანობის მარშით" მიემართება.

მას არც "ვაგნერი" უხსენებია, 23 ივნისიდან რუსეთში მიმდინარე მოვლენები კი "ქვეყანაში განხეთქილებისა და არეულობის მოწყობის მცდელობად" შეაფასა.

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე წუთის წინ ახალი აუდიო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს.

პრიგოჟინის სახელით აუდიო-მიმართვა, წინა შემთხვევების მსგავსად ტელეგრამ-არხმა "პიგოჟინის პრეს-სამსახური" გაავრცელა.

მამაკაცი, რომლის ხმა ჰგავს ევგენი პრიგოჟინისას, აცხადებს შემდეგ: "სამშობლოს ღალატზე საუბრისას პრეზიდენტი პუტინი ღრმად ცდება, ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით და არ მისი ბრძანებით ვაპირებთ დანებებას არც უშიშროების სამსახურის ან კიდე ვინმესი, რადგან არ გვსურს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა კორუფციაში, ბიუროკრატიასა და სიცრუეში. ისევე, როგორ, თავის დროზე აფრიკისთვის გამოყოფილი თანხები მიიტაცეს, ახლა იტაცებენ თანხებს უკრაინასთან ომისთვის".

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ბრძოლები მიმდინარეობს. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის განცხადებით, "ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები".

თავის მხრივ BBC და Reuters-ი იუწყებიან, რომ ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულმა კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" ოლქში არსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლის დამყარება შეძლო.

მედია იუწყება, რომ როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებს შორის არსებულ დაბა ზემო მამონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, დაფრინავს ავიაცია. ეს დაბა ავტომაგისტრალ დონის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც 464-ედან 377-ე კილომეტრის ჩათვლით ბლოკირებულია.

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერი" მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთში სამოქალაქო ომს დაწყებულად აცხადებს.

პრიგოჟინის გასამხედროებული დაჯგუფების მტკიცებით, მის ერთ-ერთ კოლონას ვორონეჟის ოლქში რუსმა ძალოვანებმა შეუტიეს, რისთვისაც, მათ შორის, ავიაციაც გამოიყენეს.

"ვაგნერელების" მტკიცებით, სულ ახლახანს მათ რუსული არმისს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

დაჯგუფების ტელეგრამ-არხში ჩამოგდებული ვერტმფრენის ფოტო ვრცელდება.

ჩამოგდებული ვერტმფრენის ბშესახებ იუწყებიან ადგილობრივებიც და ვიდეოს აქვეყნებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "ღალატი" უწოდა.

პუტინმა შაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ "ვაგნერის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმაა":

"ის, რასაც ახლა ვხედავთ, ღალატია. ყველა, ვინც ღალატის გზაზე წავიდა, დაისჯება და პასუხს აგებს".

პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასაცავად:

"მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის დასაცავად. შეიარაღებულ ძალებს გაეცათ საჭირო ბრძანებები. გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, პასუხისგებაში მიეცემა. ვინც ამ საქმეშია ჩათრეული, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებები“.

პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი იბრძვის უმძიმეს ბრძოლას თავისი მომავლისთვის“.

„პირადმა ინტერესებმა განაპირობა ჩვენი ქვეყნის ღალატი", – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S