"ბაზა": "ვორონეჟის რეგიონში An-24 ჩამოვარდა, არის მსხვერპლი"
24/06/2023 09:55:40 მსოფლიო
რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში ან-2ის თვითმფრინავი ჩამოვარდა,– იუწყება რუსული ტელეგრამ –არხი "ბაზა" გამოაქვეყნა ვიდეო ჩამოვარდნილი თვითმფრინავის და წერს, რომ სავარაუდოდ, ის ჩამოაგდეს.
თვითმფრინავი სოფელ კანტემიროვკასთან ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.
მანამდე ტელეგრამ–არხები წერდნენ, რომ რეგიონთან ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო ძალების სამი ვერტმფრენი: ორი Mi-8 MTPR და ერთი Mi-35.
იწუყებიან, რომ "ვაგნერმა" კონტროლი აიღო მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე. თვითმფრინავები ასრულებენ საბრძოლო მისიებს, მაგრამ ბორტზე არიან "ვაგნერის" დაქირავებულები.
23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.
ვლადიმირ პუტინმა მის ქცევას "ღალატი" და "ზურგში დარტყმა" უწოდა და თქვა, რომ ყველა მოჯანყე აგებს პასუხს.


