"ვაგნერმა" რუსეთში სამი ვერტმფრენი ჩამოაგდო – რუსული წყაროები
24/06/2023 09:28:42 მსოფლიო
PMC Wagner დაქირავებულებმა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს M-4 მაგისტრალთან (როსტოვი/ვორონეჟის ოლქი),– ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამ–არხი Fighterbomber იტყობინება.
არხის ცნობით, ჩამოგდებულია ორი Mi-8 MTPR და Mi-35.
„იმის გამო, რომ ვაგნერის კოლონა მოძრაობს M4 გზატკეცილის გასწვრივ სამოქალაქო მანქანებით, ვერტმფრენები, აშკარად, ვერ მუშაობენ“, - აღნიშნავს არხი.
ინფორმაციას არმიის ავიაციასთან დაკავშირებული Helicopterpilot Telegram-ის არხი ადასტურებს, ის წერს, რომ ვერტმფრენები მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც "ვაგნერის" კოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
„Mi-35 გამოიყენებოდა "ვაგნერის" წინააღმდეგ. ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია უცნობია. "ვაგნერის" კოლონამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა“, - იუწყება არხი.
მანამდე ერთი ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ იტყობინებოდნენ "ვაგნერის" დაქირავებულები და ადგილოვრივები ვორონეჟიდან.


