ხოდორკოვსკიმ პრიგოჟინს მხარი დაუჭირა
24/06/2023 09:12:51 მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ ჯერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს, რომელმაც რუსეთში აჯანყება წამოიწყო, მხარი დაუჭირა და იმავესკენ მოუწოდა თანამოქალაქეებს.
მისი ხედვით, პრიგოჟინი, რომელსაც ვლადიმირ პუტინის პირად შეცდომას უწოდებს, ასუსტებს კრემლის ამჟამინდელ ხელისუფლებას და მისთვის მახრის არ დაჭერა, შეცდომა იქნებოდა.
„მიმდინარე მოვლენებმა კონსპიროლოგების გულუბრყვილობა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ეს კრემლის მორიგი ცბიერი თამაშია. ეს არ არის თამაში, ჯანყი ჯანყია. პრიგოჟინი პირადად პუტინის მორიგი შეცდომაა და ამ შემთხვევაში, შეცდომა, რომელიც მისთვის დრამატული გახდა. კრემლმა მიგვიყვანა ბანდიტების ბუნტამდეც კი. სულაც არ გამიკვირდება, რომ ფრონტზე მყოფი სამხედროები მათ მხარს დაუჭერენ, რადგან ბანდიტები უფრო ახლოს არიან მათთან, ვიდრე მათი ქუდი ხელმძღვანელები.
პრიგოჟინი არ არის ჩვენი, არც უკრაინის და არც არავის მეგობარი, მაგრამ ის, რასაც დღეს აკეთებს, ობიექტურად, ასუსტებს კრემლის ხელისუფლებას. იმ შემთხვევაშიც, თუ ყველაფერი ახლავე შეჩერდება, კრემლის ხელისუფლება უკვე სერიოზულად არის დასუსტებული. არ ვისარგებლოთ ამ ვითარებით, არ დავეხმაროთ დღეს პრიგოჟინს, განაგრძოს კრემლის ხელისუფლების შემდგომი დასუსტება, დიდი შეცდომა იქნებოდა“,– თქვა ხოდორკოვსკიმ.


