„მოქალაქეები ჩხუბობენ ერთმანეთში, სამხედროებთანაც“: როსტოვის მკვიდრი ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
24/06/2023 08:49:40 მსოფლიო
როსტოვის მკვიდრი კრისტინა რუსულ მედიასაშუალება „დოჟდთან“ ყვება, რომ ამჟამად ქალაქში დაძაბული ვითარებაა.
„გენშტაბის შენობასთან დიდი რაოდენობით სამხედროა მობილიზებული. ისინი მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერების უფლებას არ აძლევენ. მოქალაქეები ერთმანეთში ჩხუბობენ, რადგან ბრბოში ფიქსირდებიან „პროვოკატორები“, რომლებიც გაურკვეველ ლოზუნგებს ყვირიან, იწვევენ ბუნტს და მოქალაქეები ჩხუბობენ ერთმანეთშიც, სამხედროებთანაც. [...]
ქალაქში ჯერ წითელლენტიანი სამხედროები იყვნენ, რომლებიც იცავდნენ გენშტაბს, შემდეგ გამოჩნდნენ თეთრლენტიანები და ისინი ახლა ყველგან არიან. მათ მოქალაქეებთან მშვიდი დამოკიდებულება აქვთ. აფრთხილებენ, რომ შეიძლება იყოს დაბომბვა“,– ყვება ქალი.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რა ხდება:
„ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხია. მოქალაქეების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს სწავლებაა, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. მოქალაქეებს საერთო დასკვნამდე მისვლა არ შეუძლიათ, რადგან დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ ვითარების შესაფასებლად. აქ ძალიან ბევრი ჟურნალისტია, იღებენ კადრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება, არ გვაქვს“.


