Accentnews.ge
რუსეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

რუსეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

21/11/2019 12:04:32 სხვა, მსოფლიო

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რუსეთთან საზღვრისპირა რაიონებში ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის ფარგლებში სპეცოპერაციას ატარებენ.  

ფართომასშტაბიანი ოპერაცია „საზღვარი – ფარი“, რომელიც 24 ნოემბრამდე გასტანს, ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო–დასავლეთ რეგიონებში აზერბაიჯანულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტარდება. მის მთავარ მიზანს კი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრთა განეიტრალება წარმოადგენს. კერძოდ, ძალოვანები გეგმავენ, დაადგინო და გაანადგურონ აზერბაიჯანში იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების, ასევე სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებისთვის გამიზნული ფინანსური და მატერიალური ნაკადების შეღწევის არხები. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S