Accentnews.ge
"ვაგნერი" სტრელკოვს ემუქრება

"ვაგნერი" სტრელკოვს ემუქრება

24/06/2023 08:13:59 მსოფლიო

ამ წუთებში "ვაგნერელები" მორიგ განცხადებას ავრცელებენ და ამჟერად დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ სტრელკოვს ემუქრებიან.

"გვახალისებს თვალის დევნება იმისთვის, როგორ დგებიან სამხედრო ვირთხები ტუველი დეგენრატის [თავდაცვის მინისტრ შოიგუს] მხარეს და ფიქრობენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს პუტინის მიმართვის შემდეგ. ვაიდა არა? სტრელკოვმა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი", - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S