Accentnews.ge
ლონდონი: "ვაგნერის" დემარში რუსეთის სახელმწიფოსთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა

ლონდონი: "ვაგნერის" დემარში რუსეთის სახელმწიფოსთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა

24/06/2023 07:58:55 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის სიახლეების ყოველდღიურ კრეფსს რუსეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობასა და ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერს" შორის კონფლიქტს უთხმობს.

როგორც ბრიტანულ სამხედრო უწყებაში აღნიშნავენ, "ვაგნერელებმა" რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ლოკაციაზე გადაკვეთეს, როსტოვში დისლოცირებული სამხედრო შტაბი კონტროლქვეშ აიყვანეს, დაქირავებულ მებრძოლთა ნაწილი კი მოსკოვამდე მიღწევას ცდილობს და ამ პროცესში რუსი სამხედროებისა და სხვა ძალოვანების მხრიდან წინააღმდეგობას თითქმის არ აწყდება.

უახლოეს საათებში რუსეთის უსაფრთხოების ძალების ლოიალურობას გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება კრიზის განვითარებისთვის, ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოსთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა" - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S