Accentnews.ge
პუტინმა როსტოვში არსებულ ვითარებას რთული უწოდა

პუტინმა როსტოვში არსებულ ვითარებას რთული უწოდა

24/06/2023 07:16:56 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსებისადმი მიმართვისას სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს აჯანყება და ზურგში დარტყმა უწოდა, რომელიც პირადი მიზნებით არის განპირობებული.

მისი თქმით, ამ პერიოდში ნებისმიერი სამხედრო ბუნტი დამღუპველია ქვეყნისთვის.

როგორც პუტინმა თქვა, გაცემულია განკარგულება ყველა შესაბამისი ზომენის მიღებისთვის მოსკოვში, სხვა რეგიონებში, მათ შორის როსტოვში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სადაც ვითარება მისი თქმით, რთულია, პრაქტიკულად ბლოკირებულია სამოქალაქო და სამხედრო მართვის სამსახურები".

პუტინმა დააანონსა, რომ "სამხედრო აჯანყებაში" მონაწილე ყველა პირი "კანონისა და ხალხის წინაშე აგებს პასუხს".

"ვინც დააორგანიზა სამხედრო ჯანყი, გაყიდა რუსეთი და ამისთვის პასუხს აგებს".

მან "ვაგნერის" მებრძოლებს მოუწოდა, შეწყვიტონ ქმედება.

მანამდე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ როსტოვში ყველა სამხედრო ობიექტს აკონტროლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მოუწოდა, თუ ისინი თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან კავშირზე გავლენ, მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

„მივმართავთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში. ბევრმა უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომა და მოგვმართა თხოვნით უზრუნველყოფილიყო მათი უსაფრთხო დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. ჩვენი მხრიდან ასეთი დახმარება უკვე გაწეულია. გამოდით კავშირზე თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება”, - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S