Accentnews.ge
მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

24/06/2023 06:39:38 მსოფლიო

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.

"მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით, შემოღებული იქნა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ეს რეჟიმი რიგი ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, მათ შორისაა დოკუმენტების შემოწმება, სატელეფონო საუბრების კონტროლი, ორგანიზაციების კუთვნილი მანქანების გამოყენება მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, სახიფათო მრეწველობის შეჩერება, კომუნიკაციების შეზღუდვა, ქუჩაში მოქალაქეების მანქანებითა და ფეხით გადაადგილების შეზღუდვა და სხვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S