
პრიგოჟინი: დონის როსტოვში ყველა სამხედრო ობიექტი "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა
24/06/2023 05:23:26 მსოფლიო
"ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები დონის როსტოვში შევიდნენ. ამის შესახებ პრიგოჟინი საუბრობს ვიდეოში, რომელიც მის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნდა.
"დონის როსტოვში ყველა სამხედრო ობიექტი "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. მე და ჩემი მებრძოლები ქალაქის სამხრეთ რაიონულ სამხედრო შტაბში ვიმყოფებით", – აცხადებს პრიგოჟინი.
მისივე თქმით, ვანერი აკონტროლებს აეროდრომსაც:
"თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლო სამუშაოზე მიემგზავრებიან, ჩვეულ რეჟიმში ტოვებენ აეროდრომს. ფრენები სამედიცინო მიზნით ჩვეულ რეჟიმში სრულდება. ჩვენ ავიღეთ კონტროლი, რათა თავდასხმის თვითმფრინავმა ჩვენ კი არ დაგვარტყან, არამედ უკრაინელებს".
იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს.
"ჩემი მებრძოლები დაბლოკავენ დონის როსტოვს და გაემგზავრებიან მოსკოვში, თუ ჩვენთან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალი ვალერი გერასიმოვი არ ჩამოვლენ", – აცხადებს პრიგოჟინი.