ქაიროში 5 ბირთვული სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
23/06/2023 21:54:11 მსოფლიო
ივნისის შუა რიცხვებში ქაიროში 5 ბირთვული სახელმწიფოს (ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, აშშ) წარმომადგენლების თათბირი გაიმართა, - იუწყებიან "ამერიკის ხმა" და "როიტერსი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებაზე მსჯელობის ფარგლებში გამართულ შეხვედრას 5 ბირთვული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ, რომლებმაც სტრატეგიული რისკების შემცირება და ბირთვული დოქტრინები განიხილეს.
ცნობისთვის: ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაში 1970 წელს შევიდა, ბირთვული იარაღის წარმოების გავრცელების შეჩერებაზე და ბირთვული ენერგეტიკის მშვიდობიანი მიზნით განვითარებაზე მონაწილე ქვეყნების უფლების გარანტირებაზეა მიმართული. ამ შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა 5 ბირთვულ სახელმწიფოს, რომელიც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია, საკუთარი ბირთვული არსენალები შეენარჩუნებინა.


