Accentnews.ge
"პუტინის ადმინისტრაციაში პანიკაა, როსგვარდიისა და ФСБ-ს ქვედანაყოფებში განგაში გამოცხადდა"

"პუტინის ადმინისტრაციაში პანიკაა, როსგვარდიისა და ФСБ-ს ქვედანაყოფებში განგაში გამოცხადდა"

23/06/2023 20:23:16 მსოფლიო

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სკანდალური განცხადების შემდეგ რუსეთში როსგვარდიისა და უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (ФСБ) ქვედანაყოფებში განგაში გამოცხადდა, - წერს გამოცემა «Важные истории».

მისივე ინფორმაციით, "პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში პანიკაა".

"პუტინის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების სცენარს. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი რაღაცას ამზადებდა" - განუცხადა გამოცემას კრემლთან დაახლოებულმა წყარომ და იქვე დასძინა, რომ გავრცელებული ვიდეო, რომელიც ვითომდა ვაგნერზე სარაკეტო დარტყმას ასახავს, ინსცენირებაა.

სამხედრო ბლოგერი, რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი იუწყება, რომ როსტოვის ოლქში დისლოცირებული ძალოვანები მომეტებული სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S