უკრაინამ კიდევ 51 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
23/06/2023 18:42:17 მსოფლიო
უკრაინამ კიდევ 51 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.
"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას შესწირეს. დღეს შესაძლებელი გახდა სამშობლოს 51 მცველის ცხედრების სახლში დაბრუნება", - ნათქვამია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტების გადასვენება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად, რეგულარულად ხდება.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე მოსკოვმა კიევს 1477 ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა.


