
Amnesty International: "ნიკა გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის"
23/06/2023 17:28:17 საზოგადოება
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმიანება და წერს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება "პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის".
"პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება და გათავისუფლება პოზიტიური ნაბიჯია და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის... თუმცა, ღრმად შემაშფოთებელია, რომ ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი შეიძლებოდა ოდესმე უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაეპატიმრებინათ", -აცხადებს ორგანიზაცია.
ამასთან, ორგანიზაცია წერს, საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმები, როგორაა მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ნაწილი:
"მიუხედავად ამისა, ეს ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების მზარდი ხელყოფის ფონზე შესრულებელია. რაც აშკარა იყო [საქართველოს პარლამენტის] ბოლო მცდელობაში, მიეღო კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 ან მეტ პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ დაერეგისტრირებინათ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები".
როგორც ორგანზიაცია წერს, საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს "კრიტიკული ხმების" გაჩუმებას და სანაცვლოდ უზრუნველყოს ადამიანის ყველა უფლება, მათ შორის გამოხატვის და თავისუფალი პრესის უფლების ჩათვლით".
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.