Accentnews.ge
მედვედევი პოლონეთის პრეზიდენტს "წამებით მკვლელობით" დაემუქრა

მედვედევი პოლონეთის პრეზიდენტს "წამებით მკვლელობით" დაემუქრა

23/06/2023 17:16:03 მსოფლიო

რუსეთის ყოფილმა პრემიერმა და პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უწოდა "ნაძირალა არაკაცი, რომლისთვისაც ტყვია არ ენანება" და "წამებით მკვლელობით" დაემუქრა.

ასე გამოეხმაურა მედვედევი რუსეთის შესახებ დუდას განცხადებას, კერძოდ, რუსეთის შედარებას "გარეულ კაციჭამია ცხოველთან".

"თუ გარეული ცხოველი ადამიანს ჭამს, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ცხოველი უნდა მოკლა, რადგან იგი ადამიანს ხორც შეეჩვია. ასეა რუსეთის შემთხვევაშიც" - აღნიშნა დუდამ.

ამის საპასუხოდ მედვედევმა განაცხადა: "მეთვრამეტე საუკუნეში ამ არაადამიანს უბრალოდ ჩამოათრევდნენ წითელ მოედანზე და საჯაროდ წამებაში მოკლავდნენ".

ამასთან, მედვედევმა, როგორც "ჰუმანისტმა", პირობა დადო, რომ დუდას "სხვაგვარად დასჯის".

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულამსშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან მედვედევი რეგულარულად შეურაცხყოფს და ემუქრება დასავლელ ლიდერებს. მისი უშვერი სიტყვიერი თავდასხმების სამიზნეებად უკვე იქცნენ ევროკავშირის დიპლომატიის ლიდერი ჟოზეფ ბორელი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუკანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სხვები.

გასულ კვირას მედვედევი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც, რომელმაც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა. "ბებერი გამოფიტული კორძი, დემენციით დაავადებულიბებრუხანა, ოჯახურ კორუფციაში ჩაფლული ეს არსება ბედავს და პრეტენზიას აცხადებს პრეზიდენტად გადარჩებაზე?!" - დაწერა მედვედევმა ტელეგრამში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S