აზერბაიჯანი საზღვრებს 2 ოქტომბრამდე არ გახსნის
23/06/2023 16:29:53 მსოფლიო
აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინი კვლავ გაახანგრძლივა, ამჯერად - მიმდინარე წლი 2 ოქტომბრამდე. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი.
მანამდე საკარანტინო რეჟიმი ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე იყო გახანგრძლივებული.
საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის ჩაკეტილი. ქვეყანაში შესვლა და გასვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით არის შესაძლებელი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს თურწეთთან სახმელეთო საზღვარი ნახჭევანში, თუმცა მისი კვეთა აზერბაიჯანის მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც ნახჭევანში ჩაწერა გააჩნიათ.


