ვაშინგტონში აშშ–თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
23/06/2023 14:15:49 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ–თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის საკონსულტაციო შეხვედრა 23 ივნისს ვაშინგტონში გაიმართება.
შეხვედრაზე თურქეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბურაქ აკჩაფარი. ამერიკულ მხარეს წარმოადგენს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი.
როგორც განიმარტა, კონსულტაციების ფარგლებში განხორციელდება აზრთა გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.
21 ივნისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა ლონდონში გამართეს, სადაც, შემდგომ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ისაუბრეს მათ შორის, კავკასიის თეაზე, ალიანსის გაფართოებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე.
აშშ–თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის შექმნა ჯო ბაიდენისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში რომში შედგა. ამ მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2022 წლის 4 აპრილს ანკარაში გაიმართა.


