ტოყაევი: დრო ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების ახალ მიდგომებს მოითხოვს
23/06/2023 14:04:44 მსოფლიო
დრო ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი მიდგომების ჩამოყალიბებას მოითხოვს,– ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა შუა აზიის ქვეყნებისა და რუსეთის უშიშროების საბჭოების მდივნების პირველი შეხვედრის მონაწილეებისადმი ვიდეოხიდით მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე რეალობებში რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა სტაბილურობის შენარჩუნება და უსაფრთხოების განმტკიცებაა, რაც გულისხმობს საფრთხის ეფექტურ პროგნოზირებას, პრევენციული რეაგირების ღონისძიებების სწრაფ განვითარებას და თვისობრივად ახალ ინტეგრირებულ მიდგომებს.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და ექსტრემისტებთან.
როგორც იუწყებიან, ყაზახეთში გამართულ პირველ შეხვედრაზე უშიშროების საბჭოების მდივნებმა განიხილეს თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები, „არსებული საერთაშორისო ვითარებიდან და რეგიონის ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.


