რუსეთში, კამჩატკაზე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო
23/06/2023 14:00:59 მსოფლიო
რუსეთში ყველაზე დიდმა კლიუჩევსკაიას ვულკანმა ლავის ამოფრქვევა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ კამჩატკის ვულკანურ ამოფრქვევებზე რეაგირების ჯგუფის (KVERT) ხელმძღვანელმა ოლგა რიგინამ გამოცემა „იზვესტიას“ დაუდასტურა.
რიგინას თქმით, ამოფრქვევის ამჟამინდელ დინამიკაზე დაკვირვებით შეიძლება, ითქვას, რომ ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს ახლომდებარე დასახლებებისა და ავიაციისთვის.
მისი განცხადებით, ვულკანიდან წინა ჯერზე ლავის ამოფრქვევა 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე გრძელდებოდა.


