Accentnews.ge
5 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3369 ბინა იყიდეს

5 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3369 ბინა იყიდეს

23/06/2023 12:46:03 საზოგადოება

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისგან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონებების შესახებ. სამინისტროს მიერ მიწოდებული პასუხიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3,369 საცხოვრებელი სახლი შეიძინეს.

2022 წელს კი მათ მიერ შეძენილი ქონებების რაოდენობა 5 ათასს შეადგენდა.

“უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 5000 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე, ხოლო, 2023 წლის 1 იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 2780 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S