Accentnews.ge
ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისგან

ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისგან

23/06/2023 11:50:30 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისგან. ამის შესახებ მან გამოცემა The Jerusalem Post–თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ისრაელი განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და ნებისმიერ სხვა დასავლეთის ქვეყანა, რომელიც უკრაინას ეხმარება. ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა, მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ. ასე მოხდა ფაქტობრივად, დასავლეთის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ საზღვრებთან ვპოულობთ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი აქვს და ისრაელის საჰაერო ძალები სირიის თავზე რუს მფრინავებთან ახლოს დაფრინავენ. ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი უწოდა ისრაელის მიერ თავისუფლად მოქმედების შენარჩუნებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს მოიპოვოს სამხედრო შესაძლებლობები ისრაელის ჩრდილოეთში.

მის მიერ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, ნეთანიაჰუმ ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი დაბალანსებული და სწორი უწოდა.

მისი თქმით, "დასავლეთი გაგებით ეკიდებს ისრაელის არგუმენტებს"

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, გლოვობს ადამიანების დაღუპვას და სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს".

როგორც მან განაცხადა, ისრაელი უკრაინას სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება.

ებრაული მედია იტყობინება, რომ ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო იარაღის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთთან ურთიერთობებზე და რომ მოსკოვი შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.

კიევმა არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლება იმის გამო, რომ უარი თქვა რუსეთის აგრესიის პირისპირ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S