Accentnews.ge
თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა

თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა

23/06/2023 10:59:23 მსოფლიო

თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც Bayraktar-ის "დრონებს" აწარმოებს, თურქეთიდან მიიღო ლიცენზია უკრაინაში TB2 და Akinci დრონების წარმოებისთვის.

Defense News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ თურქეთიდან შესაბამისი სალიცენზიო ნებართვები Baykar TB2 და Akıncı უპილოტო საფრენი აპარატების სრული წარმოებისთვის უკრაინაში“, - განაცხადა ბაიკარმა.

მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S