Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა

23/06/2023 10:36:23 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთს აუკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა.

ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.

ევროსაბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების უფრო ეფექტიან გამოყენებას „გასულ წელს მათი მოხმარების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე.“

ამ სანქციების მიზანია, ჩაკეტოს ხვრელები, რათა პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მცდელობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გზით, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობენ.

საბჭო განმარტავს, რომ სანქციების სიაშია 87 ახალი კომპანია, რომლებიც ევროკავშირის თანახმად, „პირდაპირ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში“. ევროკავშირის ცნობით, ეს კომპანიები რეგისტრირებულია ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სირიასა და სომხეთში:

„ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანასთან ზოგიერთი კონკრეტული პროდუქტით ვაჭრობის მონაცემთა არანორმალური ზრდა ადასტურებს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს მოითხოვს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლაში ჩვენი ძალისხმევის გაორმაგებას და უნდა ვთხოვოთ ჩვენს მეზობლებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენთან“.

ახალი პაკეტი საშუალებას იძლევა გატარდეს ზომები, რომლებიც ზღუდავს მგრძნობიარე ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს მესამე ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ მათი გადატანა რუსეთში. ახალი წესები საშუალებას აძლევს ევროკავშირს ამგვარი პრაქტიკის შეწყვეტის მიზნით განახორციელოს ბევრად ძლიერი ზეწოლა, ვიდრე ადრე. ევროკავშირის ოფიციალური პირები დიდი ხანია შეშფოთებული არიან რუსეთის მეზობელ, მასთან სავაჭრო ურთიერთობის მქონე ქვეყნებში ევროკავშირის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის გამო.

პაკეტის თანახმად, ევროკავშირის სამაუწყებლო ლიცენზიები შეუჩერდება რუსეთის სახელმწიფო კიდევ ხუთ მედიასაშუალებას, რითაც მათი რიცხვი 10-მდე იზრდება, და მათ ემატება Russia Today-ის ხუთი შვილობილი კომპანია.

გარდა ამისა, პაკეტის ძალით ევროკავშირის ნავსადგურებში შესვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობისაა, გემებს, რომლებიც ეწევიან ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაქაჩვას გემიდან გემზე ზღვაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S