
გვარამიას შეწყალების შემდეგ ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო მოქალაქეები დააჯარიმეს
23/06/2023 08:00:13 საზოგადოება
ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო მოქალაქეები დააჯარიმეს.
შემთხვევა წუხელ მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. კერძოდ, ორბელიანების სასახლესთან ანტიდასავლური ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ და ევროკავშირის დროშა დაწვეს.
ორ მოქალაქეზე გამოწერილი ჯარიმის ქვითარი "ფეისბუქში" პირად გვერდზე გაავრცელა ტელეკომპნაი POSTV-ის წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი ექნება ჯარიმის თანხის შესაგროვებლად თანხა გადარიცხონ.