უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 13–ვე ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ
23/06/2023 06:08:26 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წუხანდელი თავდასხმის მთავარი სამიზნე ხმელნიცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომი იყო.
სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ კასპიის ზღვის მხრიდან ტუ-95 ტიპის 4 ბომბდამშენიდან 13 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555) ისროლა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 13-ივე რაკეტა ( უმეტესობა ხმელნიცკის ოლქში) გაანადგურა. წუხანდელი შეტევის შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.
უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქის გარდა, აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქში.


