Reuters: გაერო-მ რუსეთი უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო "სირცხვილის სიაში" შეიყვანა
23/06/2023 06:00:40 მსოფლიო
გაერო-მ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის დამნაშავეთა გლობალურ სიაში, ე.წ. სირცხვილის სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა.
გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.
ანგარიშის ავტორია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. იგი გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.
ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში ომის დროს დაიღუპნენ, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია, ვიდრე ის გაეროს მოჰყავს. საერთაშორისო ორგანიზაციები სტატისტიკაში ჩართავენ მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ შემთხვევებს.
უკრაინის მთავრობის პორტალის Children of War ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 2023 წლის ივნისის მონაცემებით, 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.


