აშშ-ის სანაპირო დაცვა ადასტურებს “ტიტანის ბორდის წევრების დაღუპვას
22/06/2023 20:29:25 მსოფლიო
აშშ-ის სანაპირო დაცვა ადასტურებს წყალქვეშა ნავ “ტიტანის" ბორტის წევრების დაღუპვას და აცხადებს, რომ 5 მგზავრის ცხედარი შესაძლოა, ვერ იპოვონ, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად შეუბრალებელი გარემოა”.
აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი იქნა აღმოჩენილი და ჯერ ადრეა საუბარი, თუ როდის მოხდა აფეთქება.
მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს გარემოებებთან დაკავშირებით.
ტურისტულ აპარატში სამი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფება, ისინი ჩაძირული ლაინერის ტიტანიკის ნარჩენების შესწავლას აპირებდნენ. პოლარ პრინსის კვლევითმა ხომალდმა ბატისკაფის ეკიპაჟთან კონტაქტი კვირას, ჩაყვინთვიდან ერთ საათსა და 45 წუთში დაკარგა. ეს მოხდა ამერიკის სანაპიროდან დაახლოებით 1450 კმ-ში და კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 700 კმ-ში, საიდანაც დაიწყო ექსპედიცია.
ბორტზე იმყოფებოდნენ 59 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მოგზაურო ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელ-ბრიტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი შვილი სულემანი, OceanGate-ის გენერალური დირექტორი სტოკტონ რაში და ყოფილი ფრანგი სამხედრო მყვინთავი და ტიტანიკის მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე, რომელიც მართავდა აპარატს.


