Accentnews.ge
გვარამია:  „არ ვაპირებ, „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო"

გვარამია:  „არ ვაპირებ, „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო"

22/06/2023 20:28:05 საზოგადოება

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ არხის შემადგენლობას მადლობა გადაუხადა, თქვა, რომ ტელევიზიაში მივა, თუმცა ხელმძღვანელობაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, იმუშავებს „მთავარი არხის“ ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად:

„არ ვაპირებ, „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა. „მთავარი არხი“ გადარჩა. მან აჩვენა, რომ ის ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ჩემს პირობებში. ამიტომ, მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს. ეს პირველ რიგში ეხება მის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს – გიორგი გაბუნია“.

ამ ეტაპზე არ იცის, იქნება თუ არა არხზე ჟურნალისტის რანგში წამოდგენილი.

„რას გავაკეთებ, ციხეში არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, შეგრძნება, რა ხდება გარეთ. ერთი წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამ შეიცვალა. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

22 ივნისს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.

რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S