Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია – გვარამიას შეწყალებაზე: მადლობა, პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის მაგალითისთვის

ჰელსინკის კომისია – გვარამიას შეწყალებაზე: მადლობა, პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის მაგალითისთვის

22/06/2023 19:21:58 პოლიტიკა

მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის,– ასე ეხმიანება ჰელსინკის კომისია საქართველოს პრეზიდენტის მიერ მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

“დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის,” - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.

რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S