Accentnews.ge
უკრაინამ ქვეყანაში რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების შეტანა აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების შეტანა აკრძალა

22/06/2023 18:53:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აკრძალა საგამომცემლო პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან, ბელორუსიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამის შესახებ კანონს ხელი 22 ივნისს მოეწერა.

სხვა ქვეყნებიდან რუსულენოვანი წიგნების იმპორტი ნებადართულია. თუმცა წიგნები გაივლის შემოწმებას, პირველ რიგში ანტიუკრაინულ პროპაგანდაზე.

გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთის მოქალაქეების ავტორობით ნამუშევრების შემცველი პუბლიკაციების გამოცემა, იმპორტი და გავრცელება უკრაინაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქვეყანაში 2023 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ წიგნებზე.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ დოკუმენტის ტექსტი გადაეგზავნა ევროკავშირის ინსტიტუტებს დამატებითი შეფასებისთვის. კერძოდ, მათ უნდა გაარკვიონ, გავლენას მოახდენს თუ არა კანონის ნორმები უკრაინის მიერ ლინგვისტური უმცირესობების უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით განცხადის წარდგენისას დაეკისრა.

უმაღლესმა რადამ 2022 წლის 19 ივნისს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსული და ბელორუსული წიგნების უკრაინაში იმპორტს, მაგრამ პრეზიდენტს მისთვის ხელი ამ დრომდე არ ჰქონდა მოწერილი. მიმდინარე წლის მაისში პრეზიდენტის აპარატის პორტალზე გაჩნდა პეტიცია დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით. ავტორებმა აღნიშნეს, რომ "აგრესორი სახელმწიფოს საგამომცემლო პროდუქცია და რუსული ყალბი პროდუქტები კვლავაც თავისუფლად იყიდება უკრაინაში, რაც ძირს უთხრის სახელმწიფოს ინფორმაციულ უსაფრთხოებას და უკრაინული საგამომცემლო საქმიანობის ეკონომიკურ საფუძვლებს". პეტიციას 25 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა - ასეთი რაოდენობა აუცილებელია სახელმწიფოს მეთაურის რეაგირებისთვის.

გასულ წელს უმაღლესმა რადამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსულ მუსიკას მედიასა და საჯარო სივრცეში. ზელენსკიმ მას ხელი გასული წლის ივლისში მოაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S