Accentnews.ge
ბალტიის ზღვის კუნძულებზე შესაძლოა, NATO-ს ბაზები გაჩნდეს

ბალტიის ზღვის კუნძულებზე შესაძლოა, NATO-ს ბაზები გაჩნდეს

22/06/2023 18:35:30 მსოფლიო

ქვეყნის მთავრობის შეცვალსთან, NATO-ში გაწევრიანებასა და უკრაინის განგრძობად ომთან დაკავშირებით ფინეთმა შესაძლოა, ალანდის კუნძულების დემილიტარიზაციის გადაწყვეტილებას გადახედოს, - იუწყება Politico.

ხსენებული კუნძულები ბალტიის ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზებზე მდებარეობს, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში იზიდავდა ახლომდებარე სახელმწიფოების ყურადღებას. 1856 წლიდან აღნიშნულ ტერიტორიას დემილიტარიზებულის სტატუსი აქვს, რაც რიგ შეთანხმებებშიცაა ასახული, თუმცა ზოგიერთი ჩინელი პოლიტიკოსი ამ მიდგომაზე უარის თქმის აუცილებლობაზე საუბრობს, ვინაიდან შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის მთავრობამ უკრაინაზე თავდასხმის 16 თვის თავზე შესაძლოა, ალანდის დაუცველ კუნძულებზეც შეაჩეროს თავისი ყურადღება.

ფინეთის ახალი მთავრობისთვის, რომელსაც მემარჯვენე ცენტრისტი პეტერი ორპო ჩაუდგა სათავეში, რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი არქიპელაგის სტატუსი უსაფრთხოების პოლიტიკაში პრიორიტეტულად იქცევა, - წერს გამოცემა.

თავად ორპომ ალანდის კუნძულების შესაძლო დემილიტარიზაციის საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი თავმჯდომარეობით მოქმედი ეროვნული კოალიციური პარტიის წევრებმა საჯაროდ დააყენეს კითხვისნიშნის ქვეშ არსებული სტატუს-კვო და განაცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორიის დემილიტარიზაციას წერტილი უნდა დაესვას.

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ზღვაზე გასასვლელი აქვთ NATO-ს ქვეყნებს, კერძოდ, ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას, ასევე რუსეთს - სანქტპეტერბურგსა და კალინინგრადში, სადაც მსხვილი სამხედო-საზღვაო ბაზაა განთავსებული. ალანდის კუნძულებზე კონტროლი განიხილებოდა გასაღებად ბალტიის ზღვაზე სამხედრო უპირატესობის დამყარებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S