Accentnews.ge
ომბუდსმენი – პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: "დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“

ომბუდსმენი – პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: "დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“

22/06/2023 18:25:45 პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან.

“მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“, - წერს იოსელიანი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ნიკა გვარამია შეიწყალა.

დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.

რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S