
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
22/06/2023 13:19:23 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ეღირება, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3552 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6208 ლარი ღირდა, ევრო – 2.8622 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3287 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.