
მედია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო ერთობლივ საწარმოს შექმნიან
22/06/2023 13:16:20 ეკონომიკა
აზერბაიჯანის რკინიგზამ, ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულმა კომპანიამ და საქართველოს რკინიგზამ ერთობლივი საწარმოს შექმნისა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს,– იუწყება აზერბაიჯანული მედია.
დოკუმენტს ხელი ბაქოში აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მოეწერა.
მსგავსი გეგმების შესახებ მედია გაზაფხულის დასაწყისიდან წერდა. აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ, რამაც უნდა უზრუნველყოს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალი ხარისხი, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაცია და ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვა.