შოიგუს მტკიცებით, რუსულ არმიასთან კონტრაქტი114 ათასმა ადამიანმა გააფორმა
22/06/2023 12:16:14 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთის ჯარში კონტრაქტის საფუძველზე 114 ათასი ადამიანი ჩაირიცხა.
რა პერიოდს ეხება ეს რაოდენობა, მას არ დაუკონკრეტებია.
შოიგუს თქმით, ასეთი რაოდენობის "კონტრაქტორების" გამო "სამინისტრო ვერ ხედავს ახალი მოხალისეების საჭიროებას".
გარდა ამისა, მისი თქმით, ივნისის ბოლომდე „რუსეთი სარეზერვო არმიას, ხოლო უახლოეს მომავალში – არმიის კორპუსს ჩამოაყალიბებს“.
პუტინმა უკრაინასთან ომისთვის ქვეყანაში მობილიზაცია 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ მან განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულებულია, მაგრამ შესაბამის განკარგულებას ხელი არ მოაწერა. მოგვიანებით, დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მობილიზაციის განკარგულება კვლავ ძალაშია. მობილიზაციას რუსეთიდან მოქალაქეების მასობრვი გადინება მოჰყვა.


