Accentnews.ge
მედია: "Red Wings" საქართველოში ფრენების დასაწყებად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის

მედია: "Red Wings" საქართველოში ფრენების დასაწყებად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის

22/06/2023 11:38:11 პოლიტიკა

რუსულმა ავიაკომპანიამ "Red Wings"–მა, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის სტრუქტურაში შედის და მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო, საქართველოში ფრენების დაწყება მესამედ გადადო. რუსულ კომპანიასთან დაახლოებული წყაროები მიზეზად რუსეთის ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასახელებენ.

"ველით ჩვენი სამინისტროს შესაბამის გადაწყვეტილებას, ქართულ მხარესთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და თანხმობაც მიღებული. რატომ არ გასცემს ჩვენი სამინისტრო გადაწყვეტილებას გაუგებარია, მით უფრო, რომ ტურისტული სეზონი დიდი ხანია დაიწყო და ჩვენის მხრივ ყველანაირად მზად ვართ ფრენების დასაწყებად" - განუცხადეს რუსულ გამოცემა "იზვესტიას" კომპანია "Red Wings"-ში.

"იზვესტიას" ინფორმაციით, 16 ივნისს "Red Wings"-მა ქართული მხარისგან თანხმობა მიიღო ფრენების დაწყებაზე კიდევ ერთი მარშრუტით - ჟუკოვსკი (მოსკოვის ოლქი) - თბილისი. ქართული მხარე ამასთან დკავშირებით ამ დრომდე დუმს.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ "Red Wings"-ს სოჭი-თბილისის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისები 2 ივნისიდან კვირაში სამჯერ - ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით უნდა შეესრულებინა, ასევე 2 ივნისიდან ეფრინა კვირაში სამჯერ (იმავე დღეებში) მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით.მოგვიანებით, კომპანიამ ფრენების დაწყება 15–16 ივნისისთვის გადადო, თუმცა რეისების შერულება არც ხსენებულ პერიოდში დაიწყო.

ავიაკომპანია ფრენების დაწყებას ამჯერად 26 ივნისიდან აპირებს. აღსანიშნავია, რომ "Red Wings"-ის ფრენების მიმართულებებს შორის ფიგურირებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიც, კერძოდ - გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და "სოხუმი, ბაბუშერა", თუმცა პრაქტიკაში ფრენები ამ მიმართულებით არ წარმოებს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასწინათ საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საქართველოს მტავრობის განცხადებით, საქართვეელოში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S