Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს განიხილავს

ზელენსკი: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს განიხილავს

22/06/2023 11:00:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს განიხილავს.

"უკრაინის დაზვერვის მიერ მიღებული ინფორმაციით, რუსეთს ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. რადიაციამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს", – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ყველა ინფორმაციას და მტკიცებულებას გადასცემენ პარტნიორებს ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, არაბულ ქვეყნებსა და აფრიკაში. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიო გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

"რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე დიალოგს და თანამშრომლობას განაგრძობს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ტყუილია", – განაცხადა პესკოვმა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული, ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა 6 ივნისიდან, ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკას ჰესის კაშხლის დანგრევის შემდეგ. წყლის მიწოდება შეუმცირდა წყალსაცავს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად იყენებენ.

21 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სადგურის ბირთვული უსაფრთხოების მხრივ, უკიდურესად არასტაბილური სიტუაციაა. მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S