![ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/9003.jpg)
ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს [ვიდეო]
21/11/2019 08:14:46 სხვა, საზოგადოება
ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელდა:
ვიდეომიმართვაში ახალგაზრდა სტუდენტებთან და ლატვიელ ექიმებთან ერთად მონაწილეობენ ლატვიის ევროპული მოძრაობის, ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და ბალტიის შავი ზღვის ალიანსის წევრები.
ვიდეოგროლში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.