Accentnews.ge
დავით ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2027 წლის 21 ივნისამდე რჩება

დავით ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2027 წლის 21 ივნისამდე რჩება

22/06/2023 10:09:26 საზოგადოება

დავით ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2027 წლის 21 ივნისამდე დარჩება - შესაბამისი ცვლილება მუზეუმის დებულებაში 20 ივნისს შევიდა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე.

დავით ლორთქიფანიძე ეროვნულ მუზეუმს მისი შექმნიდან (2004 წელი) ამ დრომდე ხელმძღვანელობს. 2022 წელს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გენერალური დირექტორის უფლებამოსილება დასუსტდა და მართვა ხელში აიღო დირექტორატმა, რომელიც კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტდა. დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ახალბედაშვილმა დავით ლორთქიფანიძე მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე საჯაროდ დაადანაშაულა ფონდებიდან ნივთების გაქრობაში. დავით ლორთქიფანიძის თქმით, 2005 წლიდან არც ერთი ნივთი მუზეუმიდან არ დაკარგულა.

ამავე წელს მუზეუმში რეორგანიზაციას ათობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, საფრთხის ქვეშ დადგა 13 საერთაშორისო კვლევითი პროექტის განხორციელება.

2023 წლის გაზაფხულზე დავით ლორთქიფანიძე გელათის რეაბილიტაციის პროექტში ჩაერთო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S